
კანონიერი მოთხოვნა არ ყოფილა, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიერ მისთვის ბრალის განმარტების და დასმული კითხვისას, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, ჯაფარიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მის სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
ადვოკატებმა კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის - თეა წულუკიანის, ასევე ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, გურამ მაჭარაშვილის და ა.შ. დაკითხვა და მათ მოწმეთა სიაში დამატება მოითხოვეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორები კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხვას ითხოვენ.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.
0
0