
კანადის თავდაცვის მინისტრის ანიტა ანანდის განცხადებით, კანადა მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც რიგ სხვა ქვეყნებს.
ამასთან, მისივე თქმით, შვედეთისა და ფინეთის სურვილი, შეუერთდნენ ნატო-ს, არის ის, რასაც ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, რომ ნატო იქნებოდა უფრო ძლიერი უკრაინაში რუსეთის უკანონოდ შეჭრის შემდეგ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ერთგული ვართ საქართველოსი, ისევე როგორც რიგ სხვა ქვეყნებს. ზოგიერთი მათგანი იმყოფებოდა გუშინ, მათ შორის, მაგალითად მოლდოვა. ჩვენ ასევე მზად ვართ, მივესალმოთ შვედეთსა და ფინეთს ნატო-ში. გვჯერა, რომ მათი სურვილი, შეუერთდნენ ნატო-ს, არის ის, რასაც ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, რომ ნატო იქნებოდა უფრო ძლიერი უკრაინაში უკანონოდ შეჭრის შემდეგ. ეს არის ნატო-ს მოკავშირეებისა და პარნტიორების გაერთიანების მიმდინარე ვითარება და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, საქართველოს პირველი არხის შეკითხვის საპასუხოდ.
0
0