23/11/2023
10:48
მსოფლიო
აშშ - კანადის საზღვარზე, ე.წ. ცისარტყელას ხიდის მიდამოებში მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მესაზღვრეების საგუშაგოს შეეჯახა. შეჯახების დროს მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მასში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ abcnews.go.com იუწყება.
თავდაპირველად გამოძიება FBI-მ დაიწყო, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ ინციდენტი ტერაქტის ნიშნებს არ შეიცავს და გამოძიება ადგილობრივ პოლიციას გადაეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ყოფილა და აფეთქება შეჯახების დროს საწვავის ავზის აალების შედეგად მოხდა.
შეჯახების დროს ერთმა მესაზღვრემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იმ დღესვე გაუშვეს.
შეჯახება საზღვრის აშშ-ის მხარეს მოხდა. მიუხედავად ამისა, გამოძიებას კანადური მხარეც აწარმოებს. ინციდენტის შემდეგ აშშ-კანადის სასაზღვრო გადასასვლელი ცისარტყელას ხიდის მიდამოებში რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული იყო. მომხდარის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიაწოდეს.
0
0