06/01/2025
10:37
მსოფლიო
კანადური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თანამდებობას 6 იანვარს, დღეს, დატოვებს. როგორც გამოცემა Globe and Mail-ი წერს, ლიბერალური პარტიის ლიდერი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადებს და, 9-წლიანი მმართველობის შემდეგ, პოსტს დატოვებს.
კანადელი ანალიტიკოსის ანგუს რეიდის თანახმად, 24 დეკემბრის მდგომარეობით, გამოკითხულთა 68% ტრუდოს მიმართ უკმაყოფილოა, ხოლო კანადელების 28% მას მხარს უჭერს.
ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდეს გადადგომისკენ.
ასევე, ნოემბრის ბოლოს, ტრუდო საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დადგა. პრემიერ-მინისტრი, ტორონტოში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე ცეკვავდა იმ დროს, როცა მის მშობლიურ ქალაქ მონრეალში ამბოხება მოეწყო.
Nino
0
0