30/08/2023
10:46
მსოფლიო
კანადამ ახალი სამოგზაურო გაფრთხილება გასცა ლგბტ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩასვლას აპირებენ.
შეერთებულ შტატებში გასულ წელს ჩატარებული ანტი-ლგბტ აქციის შემთხვევები 2017 წელთან შედარებით 30-ჯერ გაიზარდა, ხოლო ლგბტ პირების უფლებების შეზღუდვისთვის მიღებული კანონიერი ზომები იზრდება.
Global Affairs Canada-მა განაცხადა, რომ ზოგიერთი შტატის [დაკონკრეტებული არ არის] კანონმდებლობამ შეიძლება შეზღუდოს მოქალაქეთა მოგზაურობები. მსგავს გაფრთხილებებს გასცემს ასევე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უგანდა, რუსეთი და ეგვიპტე.
"ზოგიერთმა შტატმა მიიღო კანონები და გაატარა პოლიტიკა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს 2SLGBTQI+ პირებზე. გაითვალისწინეთ შესაბამისი შტატის კანონები", - ნათქვამია აშშ-ის სამოგზაურო რეკომენდაციების ვებ-გვერდზე.
ტერმინი 2SLGBTQI+ ფართოდ გამოიყენება კანადაში და გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც თავს ორსულიანად, ლესბოსელად, ჰომოსექსუალად, ბისექსუალად, ტრანსგენდერად, გაურკვეველ სქესიანად ან ინტერსექსუალად მიიჩნევს.
კანადის გლობალურ საქმეთა სპიკერმა აშშ-ის კანონებზე ისაუბრა, რომლებიც ტრანსგენდერულ საზოგადოებას ეხება.
როგორც CBC News-ი წერს, „2023 წლის დასაწყისიდან აშშ-ის ზოგიერთმა შტატმა მიიღო კანონები, რომლებიც კრძალავს დრაგ-შოუების [გართობის ფორმა, რომელსაც ასრულებენ დრაგ-არტისტები და განასახიერებენ მამაკაცებსა და ქალებს, როგორც წესი, ბარში ან ღამის კლუბში] ჩატარებას და ზღუდავს ტრანსგენდერული საზოგადოების უფლებებს გენდერული მზრუნველობისა და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით“.
2023 წლის მარტში ტენესის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც კრძალავს ბავშვების წინაშე დრაგ-სპექტაკლების ჩატარებას და ზღუდავს ტრანსგენდერი ახალგაზრდების სამედიცინო მკურნალობას.
ამერიკის მასშტაბით, კონსერვატიულ შტატებში ლგბტ საკითხებზე ასობით მსგავსი რეგულაციაა ინიცირებული.
0
0