16/11/2022
16:04
მსოფლიო
კამბოჯაში, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას ცდილობდნენ, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ვითომ ჟურნალისტი ქალი ლავროვთან “მივარდა” და შეკითხვების გარეშე, ტელეფონის მეშვეობით, მასთან შეხება სცადა.
”ჩვენ შენობის დატოვებას ვაპირებდით, სადაც კამბოჯის მხარემ ყველაფერი იდეალურად მოაწყო. მოულოდნელად, ვიღაც ქალბატონმა ჟუენალისტების რიგები გაარღვია, იმ დროს, როცა საუბარია მხოლოდ აკრედიტებულ, დამოწმებულ ჟურნალისტებზე. ძნელი სათქმელია, ვის და როგორ წარმოადგენდა,“ - განაცხადა ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში.
მისივე ინფორმაციით, ქალმა ტელეფონში ვიდეოჩამწერი ჩართო და შეკითხვების გარეშე ლავროვთან შეხება სცადა.
ზახაროვას თქმით, ქალისგან ეცადნენ გაეგოთ, თუ რომელ მედიას წარმოადგენდა.
„ორივე ხელით ბეიჯს მოეჭიდა, პიჯაკში ჩაიდო და რაღაც თაროების ქვეშ დაიმალა. ანუ აშკარად პროვოკაციული ამბავი იყო“, - განაცხადა მან.
0
0