-share.jpg)
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატიული“ პარტიის წინადადება გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად მიიღო. საკუთარი გადაწყვეტილება მან ჩიკაგოში „დემოკრატიული“ პარტიის ყრილობის დასკვნით დღეს გააჟღერა.
„ვიცი, რომ ამ საღამოს ჩვენ გვიყურებენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები და მინდა იცოდეთ: გპირდებით, რომ ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის“, - განაცხადა ჰარისმა.
მომავალი არჩევნები მან დაახასიათა, როგორც ძვირფასი შესაძლებლობა „უკან მოვიტოვოთ სიმწარე, ცინიზმი და წარსულის უთანხმოება. შანსი ახალი გზის დასახვისათვის“.
მან პირობა დადო, რომ დაწევს გადასახადებს, რაც 100 მილიონ ამერიკელზე დადებითად აისახება. ჰარისმა მისი ოპონენტი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ ის საშუალო კლასისთვის არ იბრძვის და გადასახადების აწევას ცდილობს.
ჰარისმა თავისი გამოსვლა ღაზის სექტორში ომის დასრულების, ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლების მოწოდებით დაასრულა.
0
0