
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც "გმობს გაყალბებულ არჩევნებს" საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.
აღსანიშნავია, რომ "ალდეს" წევრები არიან ევროპელი ჩინოვნიკები: საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი, კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი.
"ალდეს" პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოში მოქმედ ოპოზიციასთან. "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" - ამ პარტიების წარმომადგენლები აქტიურად ესწრებიან "ალდეს" ყრილობებს და მჭიდრო კავშირი აქვთ იმ ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრები არიან.
"ალდე" აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ ოპოზიციას, რასაც ადასტურებს ამ ალიანსის წარმომადგენელთა არაერთი განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით და ოპოზიციონერების მხარდაჭერით გამოირჩევა.
კალასის და კოსის პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, სახელწოდებით "2025 წლის ოქტომბრის ყალბი არჩევნებისა და "ქართული ოცნების" ავტორიტარული კონსოლიდაციის დაგმობა", არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა გზით გაყალბდა საქართველოში არჩევნები და არც გაყალბების კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი.
"ალდეს" რეზოლუცია გმობს საქართველოს გაყალბებულ არჩევნებს, მაშინ, როცა არ ასახელებს გაყალბების ფაქტებს. არჩევნების გაყალბებაზე არც 2024 წლის ეუთო/ოდირის დასკვნაშია საუბარი, მეტიც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია წერდა, რომ დაძაბულობის მიუხედავად, "არჩევნების დღე, ზოგადად, პროცედურული თვალსაზრისით, კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა".
წყარო - Imedinews
0
0