მოსკოვმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე შეაქო. მან დასავლელი პოლიტიკოსები დაადანაშაულა საქართველოს ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში და დასძინა: „თუ ვინმეს სურს „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს ბალტიის ქვეყნებია. გახსენით „მეორე ფრონტი“ თქვენს ქვეყანაში და დატოვეთ საქართველო მარტო“. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრის, სერგეი ცეკოვის თქმით, კალაძის პოზიცია არის „ნამდვილი პატრიოტისა და რეალისტის“.
ცეკოვი ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსი, ისევე როგორც უნგრეთის მთავრობის მეთაური ვიქტორ ორბანი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მხოლოდ საკუთარი ხალხით არის დაინტერესებული.
”ძალიან გონივრული, სწორი განცხადებაა. კარგია, რომ გონიერი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ საქართველოში. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა იმის მიმართ, საქართველოსთან მიმართ ხდება; შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან საქართვგელოსადმი დამოკიდებულება“, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა.
ის მიჩნევს, რომ უკრაინის მაგალითს უნდა დაერწმუნებინა სახელმწიფოები, მხარი დაეჭირათ თავიანთი ხალხის ინტერესებისადმი და „არ ემოქმედათ შეერთებული შტატების ბრძანებით“.
0
0