
ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ არჩევნებზე, ასევე მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ ქალაქისთვის. ქალაქმა უნდა გააგრძელოს განვითარება, აღმშენებლობა, წინსვლა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას ვანახეთ და დავუმტკიცეთ, რომ შეგვიძლია კარგი საქმეების კეთება ჩვენი ქალაქისთვის. თუ გავიხსენებთ საარჩევნო კამპანიას, არცერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ კანდიდატს არ ჰქონდა არანაირი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით. შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადებებითა და შეურაცხყოფით. საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ. ამ სიყვარულს, თანადგომასა და პატივისცემას მე და ჩემი თანაგუნდელები დავაბრუნებთ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
0
0