
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს და გადაუარეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს კი, პირიქით, მოგვიწოდებდნენ, ეუთო/ოდირ-ი მოგვეწვია. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ზოგადად, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად, დღემდე ამის არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
„გვახსოვს, თუ რა დამოკიდებულება იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წარმოუდგენელი ზეწოლა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა იყო, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამ აგენტების მხრიდან, არამედ, ზოგადად, ქვეყნის გარეთაც, საიდანაც იმართებოდა ეს პროცესები. დასკვნას თავი დავანებოთ, იყო საუბარი გაყალბებაზე, ათასი უაზრო რაღაც მოიფიქრეს და დღემდე ერთი ფაქტი, ერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ვერავინ.
ეუთო/ოდირ-ის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს და გადაუარეს. შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს, პირიქით, მოგვიწოდებდნენ, რომ ეუთო/ოდირ-ი მოგვეწვია და ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ზოგადად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევასთან დაკავშირებით და წარსული და არსებული მდგომარეობა შეაფასა.
მისივე თქმით, ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ ხდება ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, თუმცა რაიმე კითხვები რომ არ იყოს, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
0
0