
არჩევნებისთვის სამზადისს, ამ პროცესს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან ხელს და ვერც მათი დამკვეთები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისის, თბილისელების წინაშე და გაძლევთ პირობას, გაგრძელდება თბილისის განვითარება, გაგრძელდება ყველა რეფორმა, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ისინი თუ კეტავენ გზებს და არ აძლევენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ჩვენ ვხსნით რეაბილიტირებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ მოედნებს. ისინი თუ ზიზღის ენით უპირისპირდებიან ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას მათ პრობლემებზე და ვცდილობთ, დავძლიოთ დედაქალაქში არსებული გამოწვევები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანაგუნდელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მოთმინებით პასუხობს მათ აგრესიას და ძალადობრივ ჯგუფებს, რასაც საარჩევნო შტაბთან ვხედავდით. აი, ესაა ჩვენი პასუხი მათ აგრესიაზე, ხოლო მოსახლეობის პასუხი იქნება 4 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის გამარჯვებით. გავაგრძელებთ ამ ქალაქის განვითარებას და ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
0
0