
ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია.
„დღეიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III. ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია, ხელი შეუწყოს ერში სულიერების ამაღლებას, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, მშვიდობის შენარჩუნებას. 11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო – „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, – წერს კალაძე.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 მაისიდან
11/05/2026