Brits icon award-ის წლევანდელ ცერემონიაზე, პოპ-ვარსკვლავი კაილი მინოუგი დიდი ბრიტანეთის Brits icon-ის ჯილდოს მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია 2 მარტს გაიმართება.
მომღერალი ასევე დასახელებულია ,,წლის საერთაშორისო არტისტის“ კატეგორიაში ტეილორ სვიფტთან, ოლივია როდრიგოსთან და ლანა დელ რეისთან ერთად.
„აღფრთოვანებული და მადლიერი ვარ დაჯილდოებისა და ასეთი დონის შემსრულებლებს შორის ჩემი დასახელებისთვის. Brits icon-ს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს,“ - განაცხადა მომღერალმა.
Brits icon-ი უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც დაჯილდოების ორგანიზატორები გასცემენ და განკუთვნილია „განსაკუთრებულად ნიჭიერი არტისტებისთვის“.
2021 წელს ტეილორ სვიფტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. წინა გამარჯვებულები არიან ელტონ ჯონი, დევიდ ბოუი და რობი უილიამსი.
კაილი Brit Awards-ის უკვე სამი ჯილდოს მფლობელია. მომღერალმა მსოფლიოში 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. თებერვლის დასაწყისში, ავსტრალიელ-ბრიტანელი პოპ-მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი გრემის ცერემონიაზე, ჰიტისთვის Padam Padam, ,,საუკეთესო პოპ-ცეკვის ჩანაწერის“ კატეგორიაში დაჯილდოვდა.
Brits icon award-ის წლევანდელ ცერემონიაზე ნომინირებული სხვა შემსრულებლები არიან The Rolling Stones, Little Simz და Arlo Parks. ცერემონიას, რომელიც ლონდონის O2 არენაზე გაიმართება, კლარა ამფო, მაია ჯამა და რომან კემპი წარუძღვებიან.
0
0