
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ ამ წუთებში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ჩხრეკა მიმდინარეობს.
მისი თქმით, სისტემა "აბსოლუტურად კორუმპირებულია" და ზელენსკის გუნდში ყველაზე მეტად არჩევნები, ხელისუფლების შენარჩუნება და ომი აინტერესებთ.
"კარგია, მივაღწიეთ შედეგს. კიდევ ვინ დარჩა ზელენსკის გუნდში ისეთი, ვინც ან არ გაქცეულა, ან ვისთვისაც ბრალი არ წაუყენებიათ, ან თავად ზელენსკი არ დაუდანაშაულებია იმაში, რომ მან დანაშაულებრივი სისტემა შექმნა?
გუშინ ყველამ მოვისმინეთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, ციფრულ საკითხთა ყოფილი მინისტრის, ზელენსკის ციფრული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის - ფიოდოროვის მიმართვა. ის ამბობს: სახელმწიფოში კორუფციული სისტემაა აშენებულიო. იცით, რაშია საქმე? სანამ ვიღაც უკვე მერვე წელია ამ სისტემას ებრძვის, ვიღაცამ ეს სისტემა ააშენა. ვინ იყო ეს? ვინ ააშენა ეს სისტემა, რომელიც აბსოლუტურად დამპალია, აბსოლუტურად კორუმპირებულია, აბსოლუტურად არაკომპეტენტურია? დღეს დილით მინისტრებს ჩხრეკების ფონზე დანიშნავთ.
სწორია. როგორც ყოველთვის ამას ერთი და იგივე დასასრული აქვს - მოიპარე - დაგიჭერენ, ბრალს წაგიყენებენ და ციხეში აღმოჩნდები. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც ზელენსკის გუნდი ადგას. ისინი ამ გზაზე ცალ-ცალკე, ერთმანეთის მიყოლებით მიდიან.
მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ მესმის - ზელენსკის გუნდში, და მიხაილო ფიოდოროვი სწორედ ზელენსკის გუნდის წევრია, ეს ჩვენ ყველამ ვიცით - ყველაზე მეტად არჩევნები, ხელისუფლების შენარჩუნება და ომი აინტერესებთ. მე მათ მოვუსმინე და მთავარი სიტყვა ვერ გავიგონე. იმ მთავარი სიტყვა, რომელსაც ყველა უკრაინელი ელოდება. ეს სიტყვაა - მშვიდობა.
ჩვენ მშვიდობა გვჭირდება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვჭირდება არჩევნებიც, ცვლილებებიც და ყველაფერი დანარჩენიც. მაგრამ ყველაფერი მშვიდობით უნდა დაიწყოს.
როგორც ჩანს, ეს სიტყვა არავის აინტერესებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება.
მთელი ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობაშია, სუმი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვშჩინა, ოდესა იბომბება, ჩვენი პორტები გაჩერებულია, უმსხვილესი საწარმოები მუშაობას წყვეტენ, მთელი მეტალურგიული ინდუსტრიაა გაჩერებული, ხალხს უკვე აღარაფერი დარჩა მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ „წინ რთული ზამთარია“.
საინფორმაციო ბიურო ხართ? ჩვენც ვიცით და კალენდარიც გვაქვს - რომ წინ ზამთარია. რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ზამთარი რთული არ ყოფილიყო? სად არის რაიმე კონკრეტული მოქმედება?
უკვე მეორე თვეა, შეუჩერებლად ინაწილებთ თანამდებობებს. ეს უკვე მეორე თვეა გრძელდება. სად ცხოვრობთ, რომელ რეალობაში? რეალობაში, რომელშიც უკრაინელები ცხოვრობენ, მათ მშვიდობა სჭირდებათ. ამის შემდეგ - საერთოდ უნდა მოვიშოროთ ყველა თქვენგანი", - აცხადებს გონჩარენკო.
1
0