19/12/2022
01:13
პოლიტიკა
“იუსტიციის სამინისტროს კადრებმა გვაჩვენა, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება წესრიგს და არის აგრესიული”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ბუნებრივია, ხელისუფლებას, სახელმწიფოს აქვს უფლება და მეტსაც გეტყვით, ვალდებულებაც კი აქვს, რომ გამოაქვეყნოს კადრები.
ამ კადრებმა გვაჩვენა, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება წესრიგს, არის აგრესიული. ასეთი აგრესიის გამო როგორ მოექცეოდნენ მის დროს ნებისმიერ პატიმარს, მიუხედავად მისი ყოფილი თანამდებობისა, ამის გახსენებაც არ გვინდა და კარგია, რომ ამის გამეორებას არავინ ცდილობს. ვნახეთ, როგორ ექცევა ის მედპერსონალს, რომლებიც თავზე ევლებიან და ემსახურებიან, როგორ პირობებში სხვა პატიმრებისგან განსხვავებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0