-share.jpg)
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმატი, დაინიშნა რესპუბლიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში. 8 ნოემბერს ახმათი 18 წლის გახდა.
როგორც Kavkaz.Realii განმარტავს, ეს თანამდებობა ადრე ხუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა. თუმცა, ოფიციალური განკარგულებებიდან ირკვევა, 8 ნოემბრიდან იგი უბრალოდ სპორტის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.
მანამდე ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწედ და კრემლის მომხრე ახალგაზრდობის „მოძრაობა პირველთა“ რეგიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა.
საერთო ჯამში, ჩეჩნეთში, სხვადასხვა დონეზე, სამთავრობო თანამდებობებს იკავებს კადიროვის ოჯახის 100-მდე ნათესავი - ბავშვები, დები, სიძეები, ძმისშვილები, სხვადასხვა ხარისხის ნათესაობა. 2018 წელს BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის 158 თანამდებობის პირიდან, დაახლოებით, 47 ადამიანი დაკავშირებული იყო კადიროვთან.
0
0