
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის Telegram-არხში გამოთქვა რწმენა, რომ 2024 წელს რუსეთი მოიგებს ომს და რამდენიმე ქალაქის განთავისუფლების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებას შეეძლება, ხელი მოაწეროს კაპიტულაციის აქტს.
"ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავიბრუნოთ რამდენიმე ქალაქი. შემდეგ კი უკრაინის სატანისტურ ხელმძღვანელობას მივცემთ უფლებას, ხელი მოაწეროს კაპიტულაციის ქაღალდებს და საბოლოოდ გავათავისუფლოთ უკრაინელი ხალხი დასავლეთის მიერ მათი სრული განადგურებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს სასიხარულო ამბავი და გამარჯვება გველოდება ყველას.
რუსეთი წინ მიიწევს, თუმცა არა გიგანტური, მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით“ - აღნიშნა კადიროვმა და განაცხადა, რომ აზრი არ აქვს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე საუბარს.
„რუსეთი უფრო ხელსაყრელ სტრატეგიულ და ეკონომიკურ მდგომარეობაშია“ - თქვა მან.
0
0