25/04/2023
15:57
მსოფლიო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა „ძალოვანი ბლოკის“ საკითხებში თავის მრჩეველ-თანაშემწედ დანიშნა 26 წლის ძმისშვილი ხამზატ კადიროვი. ეს ცნობილი გახდა ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირების, პრესის და ინფორმაციის მინისტრ ახმედ დუდაევის ტელეგრამ-არხიდან.
დუდაევი „ძვირფას ძმას“, ხამზატ კადიროვს, ულოცავს მრჩეველ-თანაშემწის თანამდებობაზე დანიშვნას და მას უწოდებს „შესანიშნავ მმართველს“ და რამზან კადიროვის „ერთგულ თანამოაზრეს“.
დუდაევი იმასაც წერს, რომ ხამზატ კადიროვი „წარმატებით უმკლავდება“ ყველა ამოცანას, რომლებსაც მის წინაშე აყენებს „ეროვნული ლიდერი“ რამზან კადიროვი.
რამზან კადიროვმა, თავისი ავადმყოფობის შესახებ ცნობების პასუხად, სარბენ ბილიკზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა
2023 წლის თებერვალში რამზან კადიროვმა თავისი ძმისშვილი ხამზატ კადიროვი დანიშნა ვიცე-პრემიერად მიწის და ქონებრივი ურთიერთობების საკითხებში.
მანამდე ხამზატ კადიროვი იყო ჩეჩნეთის ფიზკულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მინისტრი და რამზან კადიროვის სამდივნოს ხელმძღვანელი.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე ჰყავს შვილები, დები, სიძეები, ძმისშვილები და სხვა ნათესავები. კადიროვი ამაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს და როგორც ამბობს, „ნიშნავს იმას, ვისაც ენდობა“.
0
0