10/11/2023
08:47
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შვილები - ახმატი, ადამი და ელი რეგიონული პარლამენტის უმაღლესი - „მამულის ღირსების“ ორდენით დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა Telegram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, რამზან კადიროვის შვილები ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითს წარმოადგენენ.
„ახმატი, ელი და ადამი ახალგაზრდა თაობის ნათელი მაგალითი არიან. მათ ბავშვობიდან შეისწავლეს რელიგიის კანონები და ასევე წარმატებულები არიან სპორტსა და სოციალურ აქტივობებში“, - წერს დუდაევი.
ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერის 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი არაერთი სხვა ჯილდოს მფლობელია. მაგალითისთვის, 7 ოქტომბერს მას ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა. 8 ნოემბერს კი ადამმა ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი ჯილდო - „რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენი მიიღო.
მანამდე, რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ადამი წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემს უკრაინელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ადრე რუსეთში, კერძოდ ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის იყო დაკავებული. როგორც რამზან კადიროვმა ვიდეოს აღწერაში დაწერა, თავისი შვილის საქციელით ამაყი იყო.
0
0