25/06/2023
08:50
მსოფლიო
„წარუმატებელმა საქმიანმა გარიგებებმა ბიზნესმენში ღრმად გამჯდარი ღვარძლი დათესა, რომელმაც პიკს მიაღწია, როდესაც პეტერბურგის ხელისუფლებამ მის ქალიშვილს სასურველი მიწის ნაკვეთი არ მისცა“ - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე დაწერა:
"მე ზოგიერთი ადამიანი სანდო მეგონა. მეგონა, მათ გულწრფელად, როგორც ნამდვილ პატრიოტებს, სულით ხორცამდე უყვარდათ სამშობლო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირადი ამბიციებისთვისა და სარგებლისთვის, საკუთარი ამპარტავნების გამო ადამიანებს შეუძლიათ სამშობლოს სიყვარული ფეხებზე დაიკიდონ". - წერს კადიროვი.
კადიროვის თქმით, ის ესაუბრა პრიგოჟინს და მოუწოდა, რომ ამბიციები დაეოკებინა, პირადი ინტერესები ეროვნულზე უფრო წინ არ დაეყენებინა.
"მე ვესაუბრე პრიგოჟინს, მოვუწოდე, გვერდით გადაედო თავისი ამბიციები და არ აერია ისინი ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში. მეგონა, მომისმინა, მაგრამ როგორც ჩანს მისი ბრაზი სულ უფრო იზრდებოდა. რიგმა წარუმატებელმა საქმიანმა გარიგებებმა ბიზნესმენში ღრმად გამჯდარი ღვარძლი დათესა, რომელმაც პიკს მიაღწია, როდესაც პეტერბურგის ხელისუფლებამ მის ქალიშვილს სასურველი მიწის ნაკვეთი არ მისცა. ერთი ადამიანის ამპარტავნებამ ასეთი სახიფათო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს და კონფლიქტში უამრავი ადამიანი ჩაითრიოს". - წერს კადიროვი.
ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინმა როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი წუხელ დატოვა.
ადგილზე შეკრებილებმა კი ის ტაშითა და ოვაციებით გააცილეს. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და ის ბელარუსში გადავა.
0
0