25/11/2023
18:28
მსოფლიო
ინდოეთში კაცმა აღიარა, რომ გველის დახმარებით მოკლა ცოლ-შვილი. ინფორმაციას News9Live ავრცელებს.
ბასანტი პატრა და მისი ორი წლის ქალიშვილი 7 ოქტომბერს ოდიშაში, სოფელ ადჰეიგაონში საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ორივეს გველის ნაკბენი აღმოაჩნდა. ოთახში ქვეწარმავალიც იყო. ექიმებმა დაზარალებულებს ვეღარ უშველეს. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ საქმე ჰქონდათ ველური კობრის თავდასხმასთან და გამოძიება აღარ გააგრძელა.
თუმცა, მალე ქალის მამამ სიძე ფულის გულისთვის მეუღლის და ქალიშვილის კობრის გამოყენებით მკვლელობაში დაადანაშაულა, რადგან ინდოეთში კობრის თავდასხმის მსხვერპლთა ნათესავებს უფლება აქვთ მიიღონ კომპენსაცია 400 ათასი რუპიის ოდენობით თითო მსხვერპლზე.
გამოძიებაში გველის გამწვრთნელი ჩართეს, რომელმაც საქმეში ბევრი უცნაური მომენტი დააფიქსირა. მათ შორის გასაკვირი იყო ისიც, რომ ველური კობრა თავდასხმის შემდეგ ოთახში აღარ ჩერდება. დადგინდა ასევე, რომ გარდაცვლილებს სიკვდილამდე საძილე საშუალება მიაღებინეს.
მალე ეჭვმიტანილმა ქმარმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ კობრა რელიგიური რიტუალის შესასრულებლად იყიდა, თუმდა დაავიწყდა და ოთახში დატოვა. ახლა გამოძიება არკვევს იცოდა თუ არა გველის გამყიდველმა, თუ რა მიზნით იყიდეს მისგან საშიში ქვეწარმავალი და ჰყავდა თუ არა ცოლ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს თანამზრახველები.
0
0