
კანადაში მამაკაცი პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ცნობით, კაცმა მანქანას ცეცხლი წაუკიდა, რომელშიც მისი შვილები იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ცდილობდა გვერდით მყოფები შეეჩერებინა, ვინც ბავშვების გადარჩენას ცდილობდნენ.
მანქანაში მისი სამი შვილის ცხედარი იპოვეს, ასევე ნაპოვნია ორი ქალის ცხედარი სხვა ადგილას. ერთ-ერთი მათგანი, მამაკაცის ყოფილი მეუღლეა.
პოლიციამ ჯერ ქალების ცხედრები იპოვა, შემდეგ კი დამწვარი მანქანაც აღმოაჩინა. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი მანქანიდან ბავშვების გამოყვანასაც ცდილობდა.
2019 წელს მამაკაცი ნასამართლევი იყო ყავის მაღაზიაში ელექტრონული ეკრანის გატეხვისთვის. მოსამართლემ სასამართლოში განაცხადა, რომ მას სჭირდებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება.
„თუ რამეს არ გააკეთებ, საბოლოოდ ზიანს შენს ოჯახსაც მიაყენებ“,- უთხრა მაშინ მოსამართლემ კაცს.

0
0