14/01/2025
15:37
პოლიტიკა
კაცი, რომელიც გაბრაზებულ ქალს ხელის მოქნევის გამო პოლიციაში უჩივლებს და დააჭერინებს, მინიმუმ არაკაცია - ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია წერს, რითაც ის გამოცემა “ბათუმელები”/"ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებადა წერს:
კაცი, რომელიც გაბრაზებულ ქალს ხელის მოქნევის გამო პოლიციაში უჩივლებს და დააჭერინებს, მინიმუმ არაკაცია. - წერს ხვიჩია
აქვე შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმწ წუთის წინ გამოაცხადა. წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.
ამაღლობელი 2 დღის წინ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წაუყენა.
0
0