
ამერიკელი კაცი, ჯიმი ლიპერტ თაიდენი, რომელიც ჩილედან ჩვილობისას მოიტაცეს, დედას 42 წლის შემდეგ შეხვდა.
თაიდენის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ ნაშვილები იყო, თუმცა ეჭვები იმის შესახებ, რომ მოიტაცეს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2012 წელს მისმა აღმზრდელმა დედამ ავღანეთში გასამგზავრებლად შვილს საბუთები გადასცა, რომელთა შორისაც შვილად აყვანის დოკუმენტებიც იყო.
"სამი ან ოთხი განსხვავებული ისტორია იყო იმის შესახებ, თუ როგორ გამაშვილეს, თუმცა თითოეული მათგანი იმდენად განსხვავებული იყო, რომ არ შეიძლებოდა ყველა სიმართლე ყოფილიყო". - იხსენებს თაიდენი.
წლების განმავლობაში თაიდენს აინტერესებდა საკუთარი წარმომავლობა და სურდა მეტი სცოდნოდა, მაგრამ არ იცოდა, საიდან უნდა დაეწყო ეს პროცესი ან ვისთვის მიემართა ჩილეში.
თაიდენი ამბობს, რომ ის შვილად აყვანის შესახებ სიმართლის გარკვევის პროცესში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ჩაერთო, როცა მისმა მეუღლემ სკოტ ლიბერმანის საქმის შესახებ გაიგო, რომელიც ასევე ამერიკელი იყო და სან-ფრანცისკოში ჩილედან იშვილეს.
გენერალ ავგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს, 1973 წლიდან 1990 წლამდე ბევრი ბავშვი მიჰყავდათ გაშვილების სააგენტოში, მათ შორის იყვნენ როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ოჯახების შვილები.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩილელი ჩვილების მოპარვის მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
0
0