სპეკულაციები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი "დღის ამბების" ეთერში პუტინის ტყვეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ არალეგიტიმური მცდელობების მიუხედავად, სააკაშვილი ბრძოლას ყოველთვის გააგრძელებს.
ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიებიც კი, რომლებიც "ივანიშვილის დანამატები არიან", მიხეილ სააკაშვილზე აგებენ კამპანიას.
"პრეზიდენტ სააკაშვილს, კიდევ ვამბობ, იმის შიშით, რომ სადმე გადაიყვანენ ახლა და ვაიმე, ხმას აღარ ამოიღებს და არ იბრძოლებს, ჩვენ ხომ გვესმის ახლა ეს სპეკულაციები, რომ მიშა ვერ ჩამოვა. რომ არ ჩამოსულიყო თმისღერი ჩამოუვარდებოდა მიშა სააკაშვილს? ვინ, სად მიწვდებოდა მართლა, რაზე ვლაპარაკობთ. დღესაც კონკრეტულ პარტიებს, მმართველ პარტიასაც კი, სადმე თუ უნდათ, პოლიტიკურად ცოცხლები იყვნენ, ისევ მიშაზე ლაპარაკობენ. ოპოზიციაში ვარო ვიღაცას რომ ჰკითხო იქ, ივანიშვილის დანამატი პარტია რომ არის, ისიც მიშაზე აგებს კამპანიას. კარგით რა, კიდევ ვამბობ, აქეთ არის ცივილიზებული სამყარო, აქეთ არის პუტინი და რუსეთი. არავის არაფრის არ ეშინია, რამდენიც არ უნდა იძახონ - აქეთ გადავიყანთ, იქით გადავიყვანთ, კაცი მოწამლეს, თმებით ათრიეს, აწამეს, 55 დღეზე მეტი იშიმშილა ადამიანმა, გგონიათ, რომ სადმე უკან დამხევია პრეზიდენტი სააკაშვილი, ცხადია, არ დაიხევს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთად მოვიპოვებთ მთავარ გამარჯვებას, რაც გამოიხატება ქართველი ხალხის ევროპულ მომავალში", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
0
0