
რამდენიმე სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - სოფელ კაბალში ამ წუთებშიც გრძელდება სპეცოპერაცია.
რამდენი პირია დაკავებული ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა ცოტა ხნის წინ ადგილზე დააკავეს 1 პირი, სავარაუდოდ ის ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცავები ახლა სწორედ დაკავებულის სახლს ჩხრეკენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე საათია სოფელ კაბალში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს რამდენიმე ქუჩა აქვთ გადაკეტილი. სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება და ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს.
"ღამის 4 საათიდან აქ არიან, ჩხრეკა მიმდინარეობს. ამბობენ, რომ ნარკობიზნესთან არისო დაკავშირებული. ვიცი, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა-მოდიოდა. გავიგეთ, რომ მიმდინარეობს სპეცოპერაციები რამდენიმე ადგილას," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ერთ-ერთი ადგილი, სადაც ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული ფონიჭალაა.
ნარკოდანაშაულთან გამო უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. ტერიტორიაზე გავლებულია ყვითელი ლენტი.
კონკრეტულად რამდენი ადამიანია დაპატიმრებული და რა მუხლით - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
0
0