
ცნობილმა ჟურნალისტმა ოთარ კუშანაშვილმა, რუს პროპაგანდისტ ბორის კორჩევნიკოვს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის შეურაცხყოფის გამო „გადაუარა“.
რუსი წამყვანი, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის ომს და პუტინის პოლიტიკას, სინანულისა და თანაგრძნობის სიტყვების ნაცვლად, გარდაცვლილ ხელოვანს თავს დაესხა და მას “უმადური” უწოდა.
კუშანაშვილმა ვერ გაუძლო ასეთ უპატივცემულობას და ყველაფერი გამოთქვა თავისი გადაცემის ეთერში YouTube-ზე. მან კორჩევნიკოვს უფლება არ მისცა დიდი ხელოვანის სახელი ლაფში ამოესვარა.
„როგორ გადმოგცეთ, რომ მილიონობით ადამიანს მოენატრება ვახტანგ კიკაბიძე. ვინ გაჰყვება შენს კუბოს, ვინ გაჰყვება ჩვენს კუბოებს?! ჩვენ კიკაბიძის ერთი ფრჩხილის ღირსიც არ ვართ. რითი დაამთავრებ შენ?" - ამბობს კუშანაშვილი.
როგორც ცნობილია, მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა.
0
0