
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება.
შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უკვე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერსაც შეხვდება და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.
0
0