
Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი და ცნობილი თაღლითი, საიმონ ლევაევი სამართალდამცველებმა ბათუმის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლევაევის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მათ შორის, მისი ადვოკატებისთვისაც.
"მე მას დღეს დილით ვესაუბრე, მას შემდეგ, რაც დააკავეს, მაგრამ ჯერჯერობით მიზეზი არ გვესმის. ის თავისუფლად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში". - უთხრა მისმა ადვოკატმა გამოცემა Walla-ს.
საიმონ ლევაევი 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომლის შესახებაც 2022 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. ლევაევი სხვადასხვა ქალებს აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევაევის მემკვიდრედ წარუდგენდა, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით ამ ქალებს ფულს ართმევდა.
ბათუმის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით რადიო "სივრცე" შსს-ს დაუკავშირდა და უწყებიდან პასუხს ელოდება.
0
0
ელენე ხოშტარია დააკავეს
15/09/2025