
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებით იმედგაცრუებული არ ყოფილა და ამას ელოდა.
ჯორჯია მელონის ეს განცხადება სავარაუდოდ ეხება ტრამპის კოემნტარს იტალიურ გამოცემასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ მელონის სიმამაცე აკლია და შოკირებულია იმ ფაქტით, რომ მელონის არ ადარდებს, ექნება თუ არა ირანს ბირთვული იარაღი.
მელონიმ აღნიშნა, რომ ის ადამიანია, რომელიც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
„მჯერა, რომ გამბედაობა ნიშნავს, თქვა ის, რასაც ფიქრობ, თუნდაც არ ეთანხმებოდე და მეგობრობა ნიშნავს, თქვა ის, რასაც ფიქრობ, თუნდაც არ ეთანხმებოდე. ეს არ ცვლის ჩემს მტკიცე მხარდაჭერას დასავლეთის ერთიანობისადმი, ისევე როგორც არ ცვლის იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს. ამასთანავე, მე ადამიანი ვარ, რომელიც მიჩვეულია, თქვას ის, რასაც ფიქრობს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტთან არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და იტალიის ლიდერებს შორის უთანხმოება დონალდ ტრამპის მიერ რომის პაპზე გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა. ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია. მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. მელონიმ კი აღნიშნა, რომ ტრამპის კრიტიკა პონტიფიკოსის მიმართ მიუღებელია.
0
0
მარნეულში, ქორწილში, მამაკაცი დაჭრეს
22/04/2026