
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ინიციატივით გამოვიდა, რომ უკრაინისთვის ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი ამოქმედდეს, რომელიც კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ითვალისწინებს.
Bloomberg-ის ცნობით, ეს ინიციატივა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოწვევას არ ნიშნავს. მელონის თქმით, აღნიშნული ვარიანტი უკვე განიხილება.
"ეს იქნება სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტური უსაფრთხოების გარანტი. ეს არის ერთ-ერთი წინადადება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები მხოლოდ ნატო-ს კონტექსტშია შესაძლებელი. აღნიშნული ვარიანტი განსხვავდება ნატო-ში გაწევრიანებისგან, მაგრამ ეს ნიშნავს იმავე გარანტიების გავრცელებას უკრაინაზე, რომლებითაც წევრი ქვეყნები სარგებლობენ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
0
0
პაატა სალია თურქეთის ელჩს შეხვდა
07/05/2025