25/11/2023
10:02
მსოფლიო
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი არიზონის შტატის ციხეში სხვა პატიმარმა დაჭრა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, დერეკ შოვინს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. პენიტენციური უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ტაქსონის ციხეში პატიმარი ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც ციხის პერსონალმა „სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი ზომები მიიღო“ და პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილ პოლიციელ დერეკ შოვინს 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
0
0