02/03/2022
20:00
პოლიტიკა
ჯონსონმა შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა არის სამხედრო დანაშაული.
მანამდე რუსეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ პუტინმა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე ავიადარტყმა განახორციელა.
„ყოველ დღე მსოფლიო ხდება უკრაინაში პუტინის ომის მოწმე“, - განაცხადა ჯონსონმა.
მან მოუწოდა შესაბამის სტრუქტურებს, რომ პუტინი „სამხედრო დანაშაულების სრული სპექტრისთვის“ გაასამართლონ.
„მე ვიცი, რომ საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი შესაბამის გამოძიებას უკვე ატარებს“, - განაცხადა ჯონსონმა.
1-ელ მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების საკითხზე გამოძიება დაიწყება.
0
0