31/12/2024
00:19
პოლიტიკა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ “მეგობარი აქტის” წარდგენა კონგრესში 3 იანვარს იგეგმება - ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც უილსონი ინტერვიუში ამბობს, რომ "მეგობარი აქტი" იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს და მას ექნება ორპარტიული მხარდაჭერა:
"3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, "მეგობარი აქტი" კვლავ იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით - როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს - სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.
ტრამპის გუნდის ლიდერები, როგორებიც არიან [მომავალი სახელმწიფო მდივანი] მარკო რუბიო - ადამიანი, რომლის ოჯახსაც კომუნისტური კუბის დატოვება მოუხდა და ამიტომაც, პირად მაგალითზეც კარგად ესმის ტოტალიტარიზმის საშიშროება, ასევე [მომავალი ელჩი გაეროში] ელის სტეფანიკი და [მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში] მაიკ უოლცი - ეს ხალხი საქართველოს კარგად იცნობს, ისინი გულშემატკივრობენ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს და ამ საქმეში წამყვან როლს შეასრულებენ. მათი მიზანი იქნება, რომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია პრიორიტეტად დარჩეს [ამერიკისთვის]", - თქვა უილსონმა.
რადიო თავისუფლება
0
0