10/11/2023
19:01
მსოფლიო
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს 15 ნოემბერს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შეხვედრაზე, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართება, მხარეები განიხილავენ გლობალურ საკითხებს, როგორიცაა ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ჩრდილოეთ კორეის კავშირები რუსეთთან, ტაივანის საკითხი, ადამიანის უფლებები, ასევე სამართლიანი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები.
10 ნოემბერს, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ჰე ლიფენს განუცხადა, რომ მას სურს ღია და არსებითი დისკუსია აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
"აშშ-ს არ აქვს სურვილი, ჩინეთს დაშორდეს: ჩვენი ეკონომიკების სრული გამიჯვნა ეკონომიკურად დამღუპველი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის", - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
0
0