19/12/2023
19:22
მსოფლიო
რუსეთის ლიბერალ-დემოკრიატიული პარტიის კონგრესმა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი დაასახელა. მის კანდიდატურას მოსკოვში გამართული კონგრესის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მას, როგორც სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციის მქონე პარტიის კანდიდატს, არ სჭირდება ხელმოწერების შეგროვება - განსხვავებით, მაგალითად, ვლადიმერ პუტინისგან, რომელმაც საბუთები წარადგინა, როგორც თვითდასახელებული კანდიდატი.
რუსეთის ფედერაციის „კომუნისტური პარტია“ და „ახალი ადამიანები“ ასევე აპირებენ დაასახელონ თავიანთი კანდიდატები, ხოლო „ერთიანი რუსეთი“ და „სამართლიანი რუსეთი ჭეშმარიტებისთვის“ პუტინს მხარდაჭერას უცხადებენ.
ლეონიდ სლუცკი არის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი. ის აქტიურად უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომს. სლუცკიმ პარტიის ხელმძღვანელობა შარშან მისი დამფუძნებლის ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024