
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი მაუწყებლობის კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, სენატორმა ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით, გამოიყენოს „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია.
„დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცვლილებები შეიტანა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რომ კანონი გამოყენებული იქნებოდა დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ. ახლა, როდესაც „ქართული ოცნებას” დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სარჩელები შეაქვს „კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში“, რომლის დამოუკიდებლობაც თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ცხადია, რომ ეს მედიასაშუალებები არ შეფასდებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ პოლიტიკური მიზეზების გამო იქნებიან სამიზნე. ეს დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული „მეგობარი აქტი“, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას მედიის თავისუფლებასა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0