
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
ბრალდებულთაგან ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილი 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ.
საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0