13/12/2024
09:23
მსოფლიო
ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ არავის სურდა მშვიდობის შესახებ მოსმენა, ახლა კი ყველა მასზე საუბრობს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში განაცხადა.
ვიდეოში ორბანმა აღნიშნა, რომ, ერდოღანის გარდა, ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებებისთვის ეწვია იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს, რომის პაპs, ფრანცისკესა და აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ასევე ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
„ეს არის ომის დასრულების შესაძლებლობა და სამშვიდობო გეგმა… ბრიუსელის ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ მათ სტრატეგიას მომავალი არ აქვს. ომის გაგრძელების ნაცვლად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, – ამბობს ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა,რომ ევროპამ უნდა შექმნას უსაფრთხოების სისტემა თავის მეზობელ ქვეყნებთან ერთად.
„ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ არავის სურდა მშვიდობის შესახებ მოსმენა, ახლა კი ყველა მასზე საუბრობს. ჩვენ გავხსენით კარი და ახლა შეიძლება, დაიწყოს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. ეს არის უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის უდიდესი მიღწევა“, – ამბობს ორბანი.
0
0