23/05/2023
13:17
მსოფლიო
მწერალი ჯეინ კეროლი, რომელმაც მანამდე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმე მოიგო, მის წინააღმდეგ ახალ საქმეს იწყებს.
საქმე ეხება სასამართლო განაჩენის შემდეგ ტრამპის „დამამცირებელ გამონათქვამებს“. კეროლი სასამართლოში დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის ზედმეტად მახინჯი იყო სექსუალური ძალადობისთვის“ და აღნიშნა,რომ არასდროს შეხვედრია კეროლს.
მედიის ცნობით, სარჩელი მანჰეტენის ერთ-ერთ სასამართლოში შევიდა, თუმცა ტრამპის ადვოკატებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, კეროლმა ტრამპი სექსუალურ ძალადობაში 2019 წელს დაადანაშაულა, როცა დონალდ ტრამპი აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი იყო, მაგრამ საქმე 2023 წლის აპრილში დაიწყო და მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო.
0
0