
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მთავრობის მუშაობის შეჩერებაში „დემოკრატები“ დაადანაშაულა.
„მთავრობა მძევლად არ უნდა აიყვანოთ იმის გამო, რომ ჯანდაცვის ხარჯებზე გსურთ მოლაპარაკებაში ჩართვა. მოდით, ჩავატაროთ ეს მოლაპარაკება, მაგრამ მოდით, ეს გავაკეთოთ იმ კონტექსტში, როდესაც მთავრობა რეალურად გაიხსნება და ამერიკელ ხალხს აუცილებელი სერვისები მიეწოდება“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსმა გააკრიტიკა ის, რასაც მან დემოკრატიული პარტიის „ულტრამემარცხენე ფრაქცია“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ წამოიწყეს მთავრობის მუშაობის შეჩერება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების გამო.
„ჩვენ, ცხადია, ძალიან გვაღელვებს ამერიკელებისთვის ჯანდაცვის ხარჯების შემცირება, მაგრამ არ ვაპირებთ მოლაპარაკებების გამართვას მძევლების ამყვანებთან, რაც ზუსტად ის არის, რაც „დემოკრატებმა“ გააკეთეს“, - დასძინა მან.
0
0