
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, პესიმისტურად არ არის განწყობილი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ვაშინგტონში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ სურთ, რუსეთმა და უკრაინამ შეძლონ გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმება, რათა მოხერხდეს ერთმანეთის პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა.
„ვერ ვიტყოდი, რომ უკვე პესიმისტურად ვარ ამ საკითხის მიმართ განწყობილი. ვერ ვიტყოდი, რომ რუსები არ არიან დაინტერესებული ამ საკითხის მოგვარებით. ვიტყვი, რომ ახლა რუსები ითხოვენ გარკვეულ პირობებს, დათმობებს კონფლიქტის დასასრულებლად. მიგვაჩნია, რომ ისინი ძალიან ბევრს ითხოვენ. აქვე, ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინასაც. ისინი ამ პირდაპირ კონფლიქტში მეორე მხარე არიან. უნდა ვიკითხოთ, რა სჭირდებათ უკრაინელებს ამ კონფლიქტის წარმატებით დასასრულებლად? ვაპირებთ, გავაგრძელოთ ეს დიალოგი.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ის გავა პროცესიდან, თუკი პროგრესს ვერ იხილავს. ნაბიჯი, რომლის ხილვაც ახლა გვსურს, იქნება ის, რომ რუსები და უკრაინელები შეთანხმდნენ ძირითად პრინციპებზე ერთმანეთთან მოლაპარაკების დასაწყებად. ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყონ ერთმანეთთან საუბარი, რადგან შეუძლებელია მედიაცია ამ ორს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე.
იმედგაცრუება, რომელიც ორივე მხარის მიმართ გვაქვს, არის ის, რომ მათ იმდენად სძულთ ერთმანეთი, თითოეულთან ერთსაათიანი საუბარი რომ გქონდეთ, პირველი 30 წუთი ისინი უბრალოდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ რაღაც ისტორიულ, ოთხი, ხუთი თუ ათი წლის წინანდელ წყენებზე“, – განაცხადა ვენსმა.
0
0