
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენესუელას ნავთობის გაყიდვა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აშშ-ის ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვაკონტროლებთ ენერგიის წყაროებს და ვეუბნებით რეჟიმს, რომ უფლება აქვს, გაყიდოს ნავთობი, ვიდრე ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. არ გაქვს გაყიდვის უფლება, თუ არ ემსახურები ამერიკის ინტერესებს“, – განაცხადა ვენსმა.
ჟურნალისტმა ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, „როგორ ეხმარება რიგით ამერიკელს ვენესუელაში დიქტატორის ჩამოგდება“.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ, ვაკონტროლოთ ვენესუელის წარმოუდგენელი ბუნებრივი რესურსები, რაც ამერიკისთვის რამდენიმე მხრივაა სასარგებლო. პირველი , ეს საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ზეწოლა ჩვენს მტრებზე. მეორე, ეს იძლევა გარანტიას, რომ ამერიკელებს თუ დასჭირდებათ მაღალი ხარისხის და დაბალი ღირებულების ენერგია, ჩვენ მასზე ყოველთვის გვექნება წვდომა. მესამე, ეს წარმოაჩენს ამერიკის სამხედროს სიძლიერეს, რაც მომავალში ხალხს ჩვენ წინააღმდეგ წასვლის შიშს გაუჩენს. მშვიდობის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ნათლად ჩვენება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ძალიან ძლიერი ხმალი გიჭირავს ხელში. ასევე, ეს არის ჩვენი სამეზობლო, ეს არ არის ერაყი, ეს არ არის 7 000 მილის მოშორებით. ჩვენ თუ არ შეგვიძლია, დავიცვათ ძირითადი პრინციპი, რომელიც არის ქვაკუთხედი ამერიკის საგარეო პოლიტიკის 200 წლის განმავლობაში, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი სამეზობლო, მაშინ ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი ისარგებლეს ამით“, – განაცხადა ვენსმა.
0
0