11/10/2024
13:11
ტაბლოიდი
გავრცელებული ინფორმაციით, ჯასტინ ბიბერი "შეძრწუნებულია" თავის ყოფილ „მენტორთან“ შონ "დიდი" ქომბსთან დაკავშირებული სკანდალით.
წყარომ New York Post-ს განუცხადა, რომ 30 წლის მომღერალს „არაფერი უნდა აკავშირებდეს“ 54 წლის ქომბსის შესახებ სკანდალთან, რომელიც გასულ თვეში დააკავეს და ბრალი წაუყენეს შეთქმულებასა და სექსუალურ ტრეფიკინგში თაღლითობით ან იძულებით ჩართვაში.
„ჯასტინს ურჩიეს, რომ მაქსიმალურად დისტანცირდეს შონ "დიდი" ქომბსთან დაკავშირებული სკანდალებისგან, განსაკუთრებით, იმ დროს, როცა მას ჰეილი ბიბერისგან უკვე პირველი შვილი, ვაჟი, შეეძინა“, - განუცხადა New York Post-ს ანონიმური პირმა.
კიდევ ერთმა წყარომ თქვა, რომ ბიბერი „ამჟამად, სულიერად რთულ მდგომარეობაშია“.
"ბიბერს ქომბსთან ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს და მისთვის რთულია რეპერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გაანალიზება. ბიბერი ახლა უფრო მეტად შვილზეა ორიენტირებული", - დასძინა ანონიმური პირმა.
ქომბსის დაკავების შემდეგ, ინტერნეტში ძველი ვიდეოები გავრცელდა, რომელთაგან ერთ-ერთში ჩანს, რომ 15 წლის პოპ-ვარსკვლავს ქომბსი კაბრიოლეტს ჩუქნის და ამბობს: „ის [ბიბერი] 48 საათს ატარებს „დიდთან“ [ჩემთან]. სად ვზივართ და რას ვაკეთებთ, ნამდვილად ვერ გავამჟღავნებთ. მე არ ვარ მისი [ბიბერის] კანონიერი მეურვე, მაგრამ მომდევნო 48 საათის განმავლობაში ის ჩემთან იქნება და ჩვენ „ვიგიჟებთ“.
2011 წლის სხვა ვიდეოში ქომბსი 16 წლის ბიბერს Jimmy Kimmel Live-ის ეთერში მათ შორის არსებულ მეგობრობაზე საუბარს უკრძალავს.
0
0