11/03/2023
18:07
სამხედრო
"არა მონობას!", "ჯარი ნებაყოფლობითი უნდა იყოს" - პარლამენტთან პარტია „გირჩის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები ახალ სამხედრო კოდექსს აპროტესტებენ და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას მოითხოვენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზიზე მოძრაობა არ არის შეფერხებული.
„გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ნებაყოფლობითი იყოს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ არავინ არ გაიწვიონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ მთავრობა ამბობს, რომ პატრიოტია, ფიქრობს მოსახლეობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ჯარზე, ერთ-ერთი რამ რაც მისი მოვალეობაა - შექმნას სათანადო პირობები ჯარში, გადაუხადოს ღირსეული ხელფასი [ჯარისკაცებს] და მაშინ ხალხი ნებაყოფლობით წავა ჯარში”, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, „გირჩი“ ითხოვს, რომ ჯარისკაცის პროფესია დაფასდეს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარისკაცის პროფესია დაფასდეს. 125 ლარად ძალით და შლაგბაუმზე დაყენებით არაფერი არ გამოვა. ეს არაფერ შუაში არც პატრიოტიზმთან და არც თავდაცვისუნარიანობასთან“, - დასძინა „გირჩის“ დეპუტატმა.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „თავდაცვის კოდექსი“ პარლამენტის ბიუროს 6 თებერვალს წარედგინა.
ფოტო: "ინტერპრესნიუსი"
0
0