23/03/2023
12:43
პოლიტიკა
რამდენად მიზანშეწონილია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა - "ვივამედი" მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, საკითხი შეისწავლონ, რადგან მათი შეფასებით, "ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში".
მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ სააკაშვილი ისევ თვითდაზიანების რეჟიმშია, რადგან პოლონელ ექიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული დახვდეს.
"დღეებში, როდესაც სხვა პოლიტიკურად აქტიური თემები იყო დღის წესრიგში წამოწეული, არც თვითდაზიანება იყო აქტუალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს გასაგებიც არის იმიტომ, რომ მოლოდინით ელოდებოდა მისი პოლიტიკური პრობლემის გადაჭრას, სხვ მეთოდებით შეეცდებოდა და არ დასჭირდებოდა თვითდაზიანების რეჟიმის გაგრძელება.
ყველა სერვისი უკლებლივ ხელმისაწვდომია სააკაშვილისთვის, ყველა უფლება დაცულია, უბრალოდ ის იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამ ხერხს მიმართავდა იმისთვის, რომ შეიქმნას სურათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, რაზე დაყრდნობითაც ისინი შეძლებენ, რომ მანიპულაციების გზით გამოიყენონ ეს არგუმენტი როგორც შესაძლო პოლიტიკური ამოცანის გადაჭრის ხერხი.
ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებაში რეალურად ბრალი მიუძღვის მას თვითონ და არა ხელისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა უფლებით," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
0
0