
შეხვედრაზე ფარმაცევტული სფეროს საკანონმდებლო რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებში მუშავდება „სამკურნალო საშუალებების შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტები.
„დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოება, ეფექტიანობა, არარაციონალური მოხმარება და ძირითადი (სასიცოცხლო) მედიკამენტების ხელმისაწვდომობა კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა ფარმაცევტულ სფეროში რეფორმის განხორციელება და ახალი კანონმდებლობის შექმნა. რეფორმის მიზანია ქვეყანაში მივაღწიოთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას, სამკურნალო საშუალებების რაციონალურ მოხმარებას და ფარმაცევტული დანახარჯის შეკავებას, ძირითად სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო უზრუნველყოფას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული რეფორმის მიზანია ქვეყანაში მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების და ხელმისაწვდომობის სახელმწიფო უზრუნველყოფისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
0
0