26/12/2024
20:59
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ იემენის დედაქალაქ სანას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც ისრაელმა აეროპორტზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.
„როდესაც ბორტზე ვაპირებდით ასვლას, დაახლოებით ორი საათის წინ, აეროპორტი საჰაერო დაბომბვის ქვეშ მოხვდა. ჩვენი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი დაშავდა. აეროპორტში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მანამდე ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმები განახორციელა იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი სამიზნეების წინააღმდეგ.
როგორც ისრაელის თავდაცვით ძალებში აღნიშნეს, სამიზნეებს შორის იყო „ინფრასტრუქტურა, რომელსაც იყენებს ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმი თავისი სამხედრო აქტივობისთვის“, კერძოდ დედაქალაქ სანას საერთაშორისო აეროპორტში მდებარე.
„ეს ინფრასტრუქტურა გამოიყენებოდა ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმის მიერ ირანული იარაღის რეგიონში გადასატანად“, - განაცხადეს ისრაელის არმიაში.
0
0