
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ჩრდილოეთ ღაზაში სამედიცინო საშუალებების მომარაგების კიდევ ერთი მისია გააუქმა.
,,ეს მეოთხე მისიაა, რომელიც მიზნად ისახავს ალ-ავდას ჰოსპიტალისა და მთავარი აფთიაქის (რომელმაც 26 დეკემბრიდან ფუქნციონირება შეწყვიტა) სასწრაფო დახმარების საშუალებებით უზრუნველყოფას,’’ - ნათქვამია გაეროს გლობალური ჯანდაცვის ორგანოს განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დასძენს, რომ მე-12 დღეა, რაც მისი წარმომადგენლებისთვის ჩრდილოეთ ღაზას ზონაში შეღწევა შესაძლებელია, სადაც, ისრაელის სახმელეთო შეჭრის დაწყების შემდეგ, ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
”ინტენსიური დაბომბვა, გადაადგილების შეზღუდვები და შეწყვეტილი კომუნიკაციები თითქმის შეუძლებელს ხდის, ღაზას მასშტაბით, განსაკუთრებით კი - ჩრდილოეთით, სამედიცინო მარაგების რეგულარულად და უსაფრთხოდ მიწოდებას”, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ის "ჩრდილოეთ ღაზაში სამედიცინო დახმარების საჭიროების მასშტაბითა და ამ მხრივ შექმნილი კრიზისით შოკირებულია" და დასძინა, რომ შემდგომი შეფერხებები კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიკვდილსა და ტანჯვას გამოიწვევს".
0
0